English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძემამუკა ხუსკივაძე
თანამედროვე ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარების ასპექტები ტურისტულ მომსახურებაში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია დღეისათვის ერთ-ერთი ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიცაა  თანამედროვე ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარების მნიშვნელობა ტურისტულ მომსახურებაში,რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას,  ტურისტულ სფეროში მომხმარებელთა მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებას, ახალი ტურისტული დესტინაციებისა და ტურისტული მიმართულებების  განვითარებას, არსებული ტურისტული ობიექტების განახლებას და ა.შ. ასევე ხაზგასმულია, რომ ტურისტული პოტენციალის სრული რეალიზაცია შეუძლებელია ტურიზმის სფეროსადმი ახალი ინოვაციური მიდგომებისფორმირებისადადანერგვისგარეშე, რაც განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური ინოვაციური განვითარების ხარისხით. აგრეთვე, გაანალიზებულია პანდემიის როლი ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების გაღრმავების თანამედროვე პირობებში ტურისტული სფეროს სრულ გაციფრებაში.

გარდა ამისა, ნაშრომში მოცემულია ის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინოვაციები (ტექნოლოგიურად განვითარებული ინოვაციური ქვეყნების მაგალითზე), რომლებიც განსაზღვრავს მეცნიერებატევად ტექნოლოგიურ ლანდშაფტს საერთაშო­რისო ტურიზმში და ხელს უწყობს დარგის მომავალ განვითარებას. უცხოური გამოცდილება კი ჩვენი  ქვეყნისტურისტული პოტენციალის განვითარებისერთ-ერთ მნიშვნელოვანფაქტორს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, პანდემია, ინოვაცია, ახალი ტექნოლოგია, საინფორმაციო სისტემები, არასტანდარტული ტურები. 

* * *

მსოფლიო ეკონომიკაში პანდემიამდე ტურიზმი წარმოადგენდა ერთ-ერთ უმსხვილეს სექტორს, რომელსაც დიდი მოგება მოჰქონდა და მას მე-20 საუკუნის ფენომენს უწოდებდნენ. 21-ე საუკუნეში პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დარგს უმნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, თუმცა ტურიზმს მაინც შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონული, ეროვნული და გლობალური დონის განვითარებაში. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) სტატისტიკით, 2021 წელს გლობალური ტურიზმი მხოლოდ 4%-ით გაიზარდა მაშინ, როცა საერთაშორისო მოგზაურობა 2019 წლიდან 72%-ით შემცირდა. რაც შეეხება ეკონომიკურ წილს, გასულ წელს ტურიზმმა მშპ-ში $1,9 ტრილიონი შეიტანა, რაც 2020 წელთან შედარებით (1,6 $) მეტია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად ნაკლები 2019 წელთან შედარებით (3,5 $). ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2022 წელს საერთაშორისო ტურიზმი შარშანდელთან შედარებით შესაძლოა 30-დან 78%-მდე გაიზარდოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ 50-63%-ით დაბალია წინაკრიზისულ მაჩვენებელზე. პანდემია ტურიზმის სფეროსთვის წარმოადგენს კატალიზატორს, რომელსაც შეუძლია არა მარტო ნეგატიურად იმოქმედოს და შეაფერხოს ზოგიერთი მისი სახეობის შემდგომი განვითარება, არამედ ორგანიზება გაუკეთოს ახალი მიმართულებების წარმოქმნას, შეცვალოს მომხმარებლური კონცეფციები და ადამიანთა სამოგზაურო ჩვევები. ყოველი კრიზისული პერიოდი ქმნის ტურისტული მომსახურების ახალი სახეობების განვითარების შესაძლებლობებს. მაგ., 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ტურპაკეტების გაყიდვები უცებ შემცირდა, მაგრამ დაიწყო განვითარება ახალმა სერვისებმა, მაგ., Airbnb (ონლაინ ჰოსტინგისა და საძიებო პლატფორმა კერძო სახლებისა და ბინების მოკლევადიანი გაქირავებისათვის მთელ მსოფლიოში. აქტივები: $10,5 მილიარდი (2020); კაპიტალიზაცია: 92.4 მილიარდი აშშ დოლარი (2021 წლის 23 ივნისი); BlaBlaCar (მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო საზოგადოება, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გზით მართავს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო საძიებო ონლაინ სერვისს მანქანებით გადაადგილებისას თანამგზავრის მოსაძიებლად. 2017 წლის მონაცემებით, BlaBlaCar მუშაობს 22 ქვეყანაში და ჰყავს 90 მილიონი მომხმარებელი [2]. სერვისს მართავს Comuto SA კომპანია, რომლის ღირებულება ფასდება 1,6 მილიარდი დოლარით)  მოგზაურებს საშუალებას აძლევს იმოგზაურონ და შეადგინონ ტურები ეკონომიურად. ამგვარი დროებითი შეფერხების პერიოდი ხელს უწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას. დღეს წარმატებით ვითარდება ტურიზმის ახალი სახეობები: მომლოცველობა, ეკოლოგიური, შემეცნებითი, ეთნოგრაფიული, გასტრონომიული, ენო, სპორტული, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სასოფლო, საქმიანი და სხვ.

ტურიზმში ჩადებულია კრიზისიდან გამოსვლის და მრავალი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის „წერტილი“. ტურისტული პოტენციალის სრული რეალიზაცია შეუძლებელია ტურიზმის სფეროსადმი ახალი მიდგომების ფორმირებისა და დანერგვის გარეშე.

პანდემიის პირობებში მოხდა ტურისტული სფეროს სრული გაციფვრაახალი ტექნოლოგიების განვითარების გაღრმავების ხარჯზე და ეს პროცესი გაგრძელდება 2022 წელსაც. ტექნოლოგიური სიახლეები შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მოსახლეობის ინფორმირებაში, აგრეთვე რეკომენდაციების წარდგენაში მოგზაურობის შესახებ ყველა გადაწყვეტილების მიღების საქმეში, ამიტომ ტურიზმის სფეროში მუდმივად ინერგება სხვადასხვა ხასიათის ინოვაციები.

დღეისათვის უცხოურ ტურისტულ ინდუსტრიაში ხდება ტურიზმის ხასიათის და სტრუქტურის ცვლილება. ამასთან ინოვაციური ტექნოლოგიები ეხმარება მოქნილად და სრულად შემუშავდეს ტურისტული წინადადებები, რომლებიც იქმნება კონკურენტუნარიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე.

თუ ადრე ტურისტული წინადადებები უცხოეთში ორიენტირებული იყო ძირითადად მასიურ ტურიზმზე, ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობენ ტურიზმის ახალი სახეობები, მისი ინდივიდუალური ფორმები, რომლებიც შექმნილია ახალ, ინოვაციურ პროდუქტზე მოთხოვნის შესაბამისად.

უცხოურ ტურისტებში მოთხოვნადია არასტანდარტული ტურები, ამიტომ ტურისტული ფირმები იძულებულნი არიან მუდმივად შექმნან და დანერგონ სიახლეები: ტექნოლოგიური, სასურსათო, პროცესუალური, მმართველობითი, მარკეტინგული. ინოვაციურ ტურისტულ პროდუქტად განიხილება ეკოლოგიური, სათავგადასავლო, ექსტრემალური, კულტურულ-საგანმანათლებლო ტურიზმი. ინტერესს წარმოადგენს ამ ტურების ინოვაციური შემადგენელი. ეს შეიძლება იყოს ინოვაციური რესურსების გამოყენება და ტურისტული პროდუქტების შემუშავება სიახლეების საფუძველზე და მომსახურების ახალი ფორმების გამოყენება უშუალოდ მარშრუტზე.

უცხოური ტურისტული საწარმოები ყველგან ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს. ტურისტული ბიზნესი უცხოეთში წარმატებით იყენებს თანამედროვე მიღწევებს ტელეკომუნიკაციის, ელექტრომარკეტინგის სფეროში. ამასთან დაკავშირებით ცვლიან ტურისტული ბიზნესის ორგანიზების მოდელებს. უცხოური ტურისტული ინდუსტრია თანამედროვე ეტაპზე ექცევა ინფორმაციული ტექნოლოგიების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ, რომელთა გამოყენება ხშირად ხდება ტურისტული მომსახურების ბაზარზე კონკურენტული ბრძოლის გადამწყვეტი ფაქტორი.

უცხოურ ტურფირმებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად მცირდება გადაწყვეტილებათა მიღების დრო, რომელიც დაკავშირებულია  დიდი რაოდენობის მონაცემთა დამუშავების პროცესთან, ადვილდება ინფორმაციული მასალების მომზადების პროცესები; ინფორმაციის მასივები მუდამ აქტუალური რჩება, თუ იცვლება ტურფირმის თანამშრომლები, ახლებს მიეწოდებათ სტრუქტურირებული ინფორმაცია და შედეგად ხარისხი არ მცირდება.

უახლოეს ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ე.წ. „ელექტრონული“ ტურიზმის (e-tourism), აგრეთვე ინფორმაციულ-ტურისტული სისტემების დანერგვა, (e-tourism) სისტემა წარმოადგენს სერვისს, რომლის მეშვეობით online რეჟიმში ხორციელდება ტურისტული მომსახურების პირდაპირი გაყიდვები. მოცემული სისტემა აერთიანებს ტურპროდუქტის  მწარმოებლებს (ტუროპერატორები), შუამავლებს (ტურაგენტებს) და მომხმარებლებს (კლიენტებს). ამგვარად, ტურიზმი წარმოადგენს ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს.

ტურისტული საინფორმაციო სისტემები კოორდინაციას უწევენ და აწვდიან საინფორმაციო დახმარებას იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ელექტრონული ტურიზმის სისტემაში. მოცემულ სისტემებში არსებობს ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ტურის დაგეგმვისათვის, ფასების შედარებისათვის და სხვ.

დღეს გაჩნდა საშუალება ტურისტს თან ახლდე ინტერნეტის დახმარებით ბოლო მომენტამდე – შთაბეჭდილებების გაზიარებამდე. ტურისტების უმეტესობა მოგზაურობის არჩევისას ხშირად ეყრდნობიან ონლაინპლატფორმებს მოგზაურობის დაგეგმვისა და დაჯავშნისათვის. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ვებსაიტზე მგზავრობის გზის ანალიზს, დიჯიტალ-რეკლამების გაშვებას, აგრეგატორ-საიტებზე მომსახურებათა განთავსებას. მსოფლიო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ტრადიციული მომსახურებების ონლაინ­ფ­ორ­მატით ჩანაცვლება (ონლაინექსკურსიები, გამოფენები, მასტერკლასები). სოციალური ქსელების და ბლოგების გამოყენების ზრდამ გააძლიერა ტენდენციები მოგზაურობათა შესახებ. ამან შეამცირა კომუნიკაციების ინსტიტუციონალური და ტრადიციული არხების გავლენა დესტინაციების არჩევაზე. ამას გარდა წარმოადგენს ეკონომიკურ შესაძლებლობას ნაკლებად ცნობილი ტურისტული მიმართულებებისათვის ძლიერი ტურისტული ბრენდისა და იმიჯის შესაქმნელად მომხმარებელთა შორის. მაგ., შექმნილი სპეც. პლატფორმა «Silk Road Project» უზრუნველყოფს აბრეშუმის გზის ქვეყნების პერსპექტიული რეგიონული ტურპროდუქტებისა და მარშრუტების, ტურისტული პოტენციალის წინ წამოწევას.

ესპანურმა მრავალპროფილურმა კომპანია  ICAR-მა, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ავტომატიზებული გადაწყვეტილებების შემუშავებაზე მობილური და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით, თავის ვებგვერდზე (icarvision.com) გამოქვეყნებულ სტატიაში – „ციფრული ტრანსფორმაცია ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში“ აღნიშნავს, რომ მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში დიდი ყურადღება ეთმობა ინფორმაციის და გარიგების მნიშვნელობას ღირებულების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ტურისტები ეძებენ ინფორმაციას სამოგზაუროდ წასვლამდე, ისინი ადარებენ და ამოწმებენ ტურების ღირებულებას და შეთავაზებებს, წინასწარ ახორციელებენ ჯავშნებს და ბილეთების შეძენას. მოგზაურობის განმავლობაში კი აქტიურად ეძებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის რესტორნებისა თუ სხვა გასართობი აქტივობების შესახებ. მოგზაურობის დასრულების შემდეგ, ისინი თავიანთ შთაბეჭდილებას და გამოცდილებას ონლაინ აზიარებენ და ტოვებენ კომენტარებს სხვადასხვა პლატფორმებზე. აქვე აღნიშნულია, რომ მომხმარებლის მიერ განხორციელებული აქტივობების 50% მობილური ტელეფონების საშუალებით ხდება [6]. დღეისათვის, როგორც აღვნიშნეთ, ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი ხდება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც არსებული საინფორმაციო-ვირტუალური რესურსების ხელმისაწვდომობის საშუალებას იძლევა (შემეცნებითი, დამხმარე და ორგანიზაციული რესურსები). დღეს მათი გამოყენება განიხილება ტურისტული ბიზნესის ეფექტურობის გაზრდის თითქმის ძირითად საშუალებად. შემეცნებითი რესურსები ითვალისწინებს სპეციალურ პორტალებს, ვირტუალურ ტურებს, ტუროპერატორებისა და ტურსააგენტოების საიტებს. დამხმარე რესურსებს მიაკუთვნებენ ინტერნეტკარტოგრაფიას. ტურიზმში აქტიურად გამოიყენება ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა ინტერნეტრუკები, რომლებიც გამოიყენება როგორც საცნობარო საშუალება და გზამკვლევი სამოგზაუროდ არჩეულ რაიონში და შეიცავს სრულ ინფორმაციას მის შესახებ. ინტერნეტრუკები არსებობს: სტატიკური →ინტერაქტიური→ელექტრონული→ატლასები (ინფორმაცია ადგილის შესახებ თანდათან მატულობს).

ორგანიზაციული რესურსები მოიცავს რეზერვირების, ბრონირების და გადახდის საშუალებების ელექტრონულ ფორმებს, რაც სრულიად აუცილებელია ტურსა­აგენტოებისათვის.

რესურსების ნაწილი მიმართულია თვით ტურისტების უშუალო მომსახურების გასაუმჯობესებლად, სხვები კი – ტუროპერატორებისა და ტურსააგენტოებისათვის, თუმცა ყველა მათგანი ტურიზმს ემსახურება.

ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც ყოველთვის იყო და ახლაც არსებობს, ეს არის ენობრივი ბარიერი. ტექნოლოგიები დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებასაც ინოვაციების გამოყენების გზით. ამან ბევრი მოგზაურობის მსურველთათვის გაზარდა ტურიზმის გეოგრაფია. Google Buds-ის უსადენო ყურსასმენების დახმარებით ხდება 40 სხვადასხვა ენის თარგმანი პირდაპირ online რეჟიმში.

ინტერნეტმა,  გარდა ინტერაქტივობისა, სიჩქარისა და უსაზღვრო ხელმისაწვდომობისა, შექმნა წინაპირობა ისეთი ინოვაციური და პარადოქსული მოვლენის გაჩენისათვის ტურიზმში, როგორიცაა „ვირტუალური ტურიზმი“, „ვირტუალური ექსკურსიები“, 3D ექსკურსიები, 3D პანორამები, 3D ტურები.

ტურიზმი ხშირად იცვლის თავის ფორმატს და სხვა სიბრტყეზე გადადის. ასე მოხდა ვირტუალური ექსკურსიების შემთხვევაშიც. ძალზე მნიშვნელოვანია ვირტუალური ტურები. ეს ტექნოლოგიები ეხმარება ტურისტებს უფრო ყურადღებით შეისწავლონ მოგზაურობის პუნქტები. ვირტუალური 3D ტურები ფართოდ გამოიყენება ტურიზმის მარკეტინგულ სტრატეგიაში – ისინი უფრო მეტად ფართოდ აღქმადია, ვიდრე ვიდეო ან ფოტო გამოსახულება.

ვირტუალური ტური შეიძლება გახდეს რეგიონის ან ცალკე ობიექტის იმიჯის ელემენტი, მისი სავიზიტო ბარათი. ვირტუალური 3D პანორამა რეალურ უპირატესობას იძლევა კონკურენტთან შედარებით. იგი შეიძლება გახდეს მარკეტინგის ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც პოტენციურ მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო დაწვრილებით, ნათლად და მხატვრულად მიიღოს ინფორმაცია ტურსაქონლის ან ტურმომსახურების შესახებ. აქვე დიდ როლს ასრულებს ვირტუალური რეკლამა, რომელიც სულ ახალგაზრდაა და იგი 10-15 წელიწადს ითვლის. ამასთან, ვირტუალური ტურიზმის მიზნობრივი აუდიტორია არა მხოლოდ კლიენტები, არამედ პოტენციური ინვესტორებიც იყვნენ.

 თავიდან პროგრამა ითვალისწინებდა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმების (ლუვრი, ერმიტაჟი, მეტროპოლიტენი, პრადო და სხვ.) დათვალიერებას. ახლა შესაძლებელი გახდა ნებისმიერი, თუნდაც მცირე სახლ-მუზეუმების, ამა თუ იმ საინტერესო ადგილის, ქალაქების, ქუჩების მონახულება და თანაც მათ შესახებ online სრული ინფორმაციის მიღება. ინოვაციური ტექნოლოგიები უფრო შორს წავიდა. მალე გაჩნდება შესაძლებლობა არა თუ თვალით დაინახო, არამედ „რობოტის ფორმით“ შენ თვითონ შეხვიდე მაღაზიაში, კაფეში და ა.შ.. მგზავრობის მიზნების მიხედვით განირჩევა ვირტუალური ტურიზმის საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, სამეცნიერო, ეგზოტიკური სახეობები.

ვირტუალური ტურიზმის მნიშვნელობას უკვე მთელი მსოფლიო ცნობს (მით უმეტეს 2020 წლის დადგომისთანავე პანდემიის გამო). ტურორგანიზაციები ფართოდ იყენებენ YouTube-ს, ქმნიან ახალ ვებვირტუალურ თამაშებს, რათა კლიენტებს უკეთ გააცნონ თავიანთი პროდუქცია. მათ შორის აქტიურობენ ოტელები და სასტუმროები, რომლებიც პოტენციურ მომხმარებელს სთავაზობენ  თავიანთ ვირტუალურ ვიზიტებს სპეციალური ვებდანართების VirtualFlam-ის  დახმარებით. მაგალითად, Mariott-ი კლიენტებს სთავაზობს TheTeleporter-ს YouTube-ზე, GoogleEarthVR-ს, ასევე SamsungTravrer-ს – ვირტუალურ ტურისტულ პლატფორმას, რომელიც პირველად იქნა წარმოდგენილი 2017 წელს MWC (MobileWorldCongress)-ზე.

Amadeus-მა თავისი შვილობილი კომპანიის Navitaire-ის მეშვეობით VR (Virtual Reality) ტურიზმის საფუძველზე შეიმუშავა ახალი საძიებო და რეზერვირების სისტემა. ავსტრიული ავიახაზები კლიენტებს სთავაზობენ თავიანთი თვითმფრინავების ინტერიერის 3600-იან დათვალიერებას myPanorama-ს მეშვეობით; ხოლო SNCF (მატარებლის დაბალფასიანი ბილეთების მოძიება) ამზადებს ვებდანართს   ProofofConceptVR, რათა ტურისტებმა წინაწარ დაგეგმონ თავიანთი მგზავრობა. აქვე გაჩნდა იმის საფრთხეც, რომ ამ შემთხვევაში ადამიანები რეალურ მოგზაურობაზე იტყვიან უარს, თუმცა დღეისათვის საქმე არც თუ ცუდადაა: ადამიანები ძველებურად რეალურ მოგზაურობას ირჩევენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, COVID-19 აღმოჩნდა მოულოდნელი კატალიზატორი ტურიზმის სექტორში ინოვაციებისთვის. არსებულ სიტაუციაში იზრდება მომხმარებლების მოთხოვნა მოგზაურობის დროს ციფრული ტექნოლოგიების, უკონტაქტო ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც უსაფრთხო და უპრობლემო მოგზაურობის ძირითადი წინაპირობა. ამასთან, უკონტაქტო ტექნოლოგიები ძველებურად გააადვილებენ მოგზაურობას. ტურისტული კომპანიები იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყონ მოგზაურთა უასაფრთხოება და ასევე უსწრაფესი ხელმისაწვდომობა დახმარებასთან და ინფორმაციასთან. უკონტაქტო რეგისტრაცია და ჩასხდომა, საკვების ან სხვა მომსახურების შესაძლებლობა ინტერნეტის მეშვეობით Whatsapp-ით ან ჩატ-ით ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მომსახურების უსაფრთხოებას.

 დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტურიზმი მრავალი ადამიანისთვის დასვენების ყველაზე სასურველი ვარიანტია, ზოგისთვის კი ცხოვრების აზრი ან გზა. ეს ინდუსტრიული დარგი ისევე აქტიურად ვითარდება, როგორც ყველა სხვა დარგი. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურიზმში მუდმივად ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც მოგზაურობას უფრო ხელმისაწვდომს, მოსახერხებელს და მრავალფეროვანს ხდის. ტურისტული პოტენციალის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გავრცელება.  მსოფლიო პრაქტიკამ ნათელყო, რომ ციფრული და კომუნიკაციური ტექნოლოგიები არიან უმეტესად მომგებიან საქმიანობათა რიგში ტურიზმის სფეროში. ამიტომ აუცილებელია ინოვაციურ გადაწყვეტილებათა ხელისშეწყობა და დანერგვა ტურისტულ  მომსახურებათა განსახორციელებლად, მარკეტინგის გასაუმჯობესებლად და აგრეთვე საგანმანათლებლო ინსტრუმენტებისა და ციფრული ტურისტული კონტენტის დასამუშავებლად. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://1economic.ru › lib Развитие социально-экономического потенциала туризма ...
  2. https://moluch.ru/archive/131/36459/ Цыринова, Н. С. Современные инновационные технологии в туристической отрасли 2016. — № 27.2 (131.2). — С. 45-46.

3.    Будущее туризма: тенденции путешествий в 2022 году...

hotelier.pro›Управление›…-v-2022-godu-i-dalee

  1. Анализ зарубежного опыта применения инноваций...

studwood.net›1098025/turizm/analiz…opyta…turizme

5.    ЮНВТО: В 2022 году внутренний туризм вновь...

profi.travel›Новости›54115/details

  1.  “Digital transformation in the tourism and travel sector: the challenge of mobile devices”, Icarvision.com, May 2016. https://www.icarvision.com/en/digital-transformation-in-the-tourism-and-travel-sector--the-challenge-ofmobile-devices (03.05.2019))